თურქეთში ტერაქტს 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. დანაღმული ავტომანქანა სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ვირანშეჰირში ამოქმედდა. თავდასხმა სავარაუდოდ ადგილობრივი მოსამართლის წინააღმდეგ განხორციელდა. არიან დაშავებულებიც. ვირანშერიხი ეთნიკური ქურთებით არის დასახლებული.