რუსებმა ისლამისტთა დედაქალაქად წოდებული რაქა ტუ-95 სტრატეგიული ავიაგამანადგურებლებით დაბომბეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სირიის ტერიტორიაზე შესაღწევად ბომბდამშენებმა ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცე დაუბრკოლებლად გაიარეს. მათი სამიზნე ისლამისტთა საბაზო ბანაკები გახდა. ობიექტები -101 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა.