ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ქვეყნის მოსახლეობას ბრექსითზე უარის თქმისკენ მოუწოდა. „დღეს უკან დახევის, გულგრილობისა და სასოწარკვეთის დრო არ არის. დღეს ჩვენ ბრიტანეთის ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ხალხმა ბრექსითს ხმა იმიტომ მისცა, რომ არ იცოდა, ამას რა შედეგები მოჰყვებოდა. დღვანდელი ხელისუფლების ლოზუნგია „ბრექსითი ნებისმიერ ფასად, რაც არასწორია. ჩვენ ხალხს ის საფასური უნდა დავანახოთ, რასაც ბრექსითი მათ მოუტანს,“-აღნიშნა ბლერმა.