ინდოეთის შტატ ბაჰირის სახელმწიფო მოხელეებს ალკოჰოლის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აეკრძალათ. ამის შესახებ BBC იტყობინება. კანონის დარღვევისთვის მაღალჩინოსნებს სამსახურიდან დაითხოვენ ან ხელფასს შეუმცირებენ. შტატის სასამართლომ ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის გადაწყვეტილება გასული წლის აპრილში ლოკალურ დონეზე მიიღო, ამჟამინდელი გადაწყვეტილებით კი სახელმწიფო მოხელეებს სპირტიანი სასმელების დალევა ინდოეთის ფარგლებს გარეთაც აეკრძალათ.