საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვულის შეფასებით, საქართველოში ძალიან თვითდაჯერებული და მაღალი დონის საზოგადოება ცხოვრობს. მისი თქმით, ეს მთავრობის მიმართ ხალხის დამოკიდებულებიდანაც ჩანს - "საკმარისია ძალიან წარმატებული ტემპიდან ცოტა შეანელო, რომ იწყება უკმაყოფილება და ხალხი ეგრევე გსჯის და ეს ძალიან სწორიცაა". ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა
"ჩვენმა ხალხმა დაგვანახა, რომ მათ უნდათ ან ძალიან კარგი მთავრობა, ან მთავრობა ძალიან არ მოსწონს. საკმარისია ძალიან წარმატებული ტემპიდან ცოტა შეანელო, რომ იწყება უკმაყოფილება და ხალხი ეგრევე გსჯის და ეს ძალიან სწორიცაა, რადგან ჩვენს ხალხს ესმის, რომ საშუალო ვერ ვვიქნებით. ან უნდა ვიყოთ ძალიან მაგრები, ან საერთოდ ვერ ვიქნებით. ისტორიის გამოცდილებით, ჩვენ გვყავს ძალიან დაჯერებული და ძალიან მაღალი დონის საზოგადოება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინსვლა", - განაცხადა სააკაშვილმა.