დუბაელი და ინდოელი დეველოპერები მსოფლიოში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ კომპლექსებს ერთდროულად ააშენებენ.
ინდოელი დეველოპერების თქმით, მუმბაიში 442 მეტრის სიმაღლის შენობა 2014 წელს მისი დასრულების მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ცათამბჯენი იქნება.
დუბაელი მშენებლების ცნობით, 516-მეტრიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2013 წლისთვის დასრულდება.
მუმბაის კომპლექსში ბინები 10,5 მლნ დოლარი ეღირება.
ექსპერტთა განცხადებოთ, თუ ორივე ცათამბჯენის მშენებლობა დათქმულ დროს დასრულდება, დუბაის საცხოვრებელ სახლს მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კომპლექსის საპატიო წოდება ერგება, მუმბაიში აგებული კომპლექსი კი მეორე ადგილს დაიკავებს.