ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბონში სასტუმროს გარეშე დარჩა. ამის შესახებ გამოცემა ბლუმბერგი იტყობინება. პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი რექს ტილერსონმა გერმანიაში გამართა, თუმცა დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობის გადაწყვეტილება გვიან მიიღო. ბონში დაგვიანებით ჩასულ სახელმწიფო მდივანს ყველა სასტუმრიო დაჯავშნული დახვდა, რის გამოც ის სანატორიუმში დაბინავდა. ბონში ის უკვე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.