მაიკლ ფლინთან გამოძიების ფედერალურ სამსახურს კითხვები არ აქვს. ამის შესახებ ტელეკომპანია სიენენი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ყოფილი მრჩევლის წინააღმდეგ საქმე არ აღიძრვრება. ფლინი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამერიკაში რუსეთის ელჩთან სატელეფონო კავშირი ჰქონდა. ამით მან ლოგანის აქტი დაარღვია, რომელიც კერძო პირებს სახელმწიფო საქმეებში ჩარევას უკრძალავს. ფლინი რუსეთის ელჩთან საუბრის პერიოდში სახელმწიფო მოხელის სტატუსით არ სარგებლობდა.