დღე იმიგრანტების გარეშე. შეერთებულ შტატებში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტებს სამუშაოზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. გაფიცვას ასობით მაღაზია, რესტორანი და კაფე-ბარი შეუერთდა, სადაც იმიგრანტები არიან დასაქმებულნი. ამით გაფიცვის ორგანიზატორებს იმის ჩვენება სურდათ, თუ რა დიდ როლს თამაშობენ იმიგრანტები ქვეყნის ცხოვრებაში. ტრამპის საიმიგრაციო კანონებს პროტესტი ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ფილადელფიასა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოუცხადეს.