ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის მიმართ ისეთივე სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს, როგორიც ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მიმართ ჰქონდა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ამას ცივი ომის პერიოდშიც ვაკეთებდით და ახლაც ვალდებულნი ვართ, იგივე გავაკეთოთ. ჩვენ სტრატეგიული მოთმინება უნდა შევინარჩუნოთ,“-აღნიშნა სტოლტენბერგმა.