კრემლი ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მანამდე სოციოლოგიური კვლევის სამსახურმა ВЦИОМ-მა ახალი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოსახლეობის 78 პროცენტი ბელარუსისთვის სავიზო რჟიმის დაწესების მომხრეა.