ნატო რუსეთის პროვოცირებას ახდენს და ცდილობს კონფრონტაციაში ჩაგვითრიოს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის შეჩერების პოლიტიკა ნატომ თავის ახალ მისიად გამოაცხადა, რაც კიდევ ერთი აშკარა პროვოკაციაა. „ისინი მუდმივად ცდილობენ ჩვენს საქმეებში ჩარევას და რუსეთში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზებას,“-აღნიშნა პუტინმა.