მალაიზიის პოლიციამ კიმ ჩონ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალის მეგობარი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ მკვლელს დახმარებას უწევდა. ფხენიანის ლიდერის ნახევარძმაზე თავდასხმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს განხორციელდა. კიმ ჩონ ნამი მოწამლული ნემსებით მოკლეს.