ამერიკელი კონგრესმენი ტომას მესი უცნაური ინიციატივით გამოდის. ის განათლების სამინისტროს გაუქმებას მოითხოვს. კანონპროექტს მხარს 7 რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერს. მათი აზრით, განათლების სისტემა შეერთებულ შტატებში არაეფექტური და ბიოროკრატიულია და მის დასაფინანსებლად სოლიდური ტანხებია საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ მესის ინიციატივას კონგრესი და პრეზიდენტი მხარს დაუჭერენ, განათლების სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრამდე გააუქმებენ.