საპროტესტო აქცია პარიზში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვნებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების ნაწილმა სამართალდამცველებს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ქვების სროლა დაუწყეს. მომხდარის გამო პოლიციამ რამდენიმე მეტროსადგურის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. აქტივისტები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აპროტესტებდნენ. აქციები პარიზში კვირაზე მეტია, გრძელდება. მანიფესტანტები პოლიციას ფერადკანიანი ახალგაზრდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.