მალაიზიის პოლიციამ კიმ ჩონ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე ქალი დააკავა. დაკავებული ინდონეზიის მოქალაქე სიტი აიშია. გუშინ კი სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ვიეტნამელი გოგონა დააპატიმრეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმას თავს 13 თებერვალს კუალა-ლუმპურის აეროპორტში დაესხნენ და მოწამლული ნემსებით დაჩხვლიტეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. სეული ირქმუნება, რომ ოპერაცია ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურების დაგეგმილი იყო.