არაბეთის გაერთიანებული ემირატების ელჩი, რომელიც ავღანეთში სასიკვდილოდ დაჭრეს, დღეს დილით გარდაიცვალა. ჯუმა ალ-ქააბის გადარჩენას ექიმები ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ. დიპლომატს თავს ყანდაღარის პროვინციაში 11 იანვარს დაესხნენ. ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა.