რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას ობამას პრეზიდენტობის პერიოდში წაართვა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. „ისმის კითხვა?-ხომ არ იყო ობამა რუსეთის მიმართ რბილი?“-აღნიშნავს თეთრი სახლის ლიდერი. ყირიმის საკითხთან დაკავშირებით ტრამპის პრეს-მდივანმა კომენტარი დღეს ედილით გააკეთა. შონ სპაისერის განცხადებით, ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს.