ძლიერი ხანძარი ახალ ზელანდიაში. ცეცხლი ორი დღის წინ პორტ ჰილის ტყის მსასივს გაჩნდა და ათობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ხანძარი ქალაქ ქრაისთჩარჩს უახლოვდება, რის გამოც სტიქიური საფრთხის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც არის ჩართული.