ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰარისონ ფორდი ავიაკატასტროფას გადაურჩა. მოყვარული ავიატორი თვითმფრინავის დაშვებისას დასაფრენ ბილიკს ასცდა. ინციდენტი კალიფორნიაში ჯონ უეინის აეროპორტში მოხდა. ფორდის თვითმდრინავს ავიალაინერთან შეჯახებამდე რამდენიმე მეტრი დააკლდა. 74 წლის მსახიობი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა.