ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის, კიმ ჩემ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი თავდამსახმელი აეროპორტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამის შესახებ სააგენტო სტარი იტყობინება. სააგენტო ეჭვმიტანილის ფოტოსაც აქვეყნებს. ახალგაზრდა ქალს აზიური გარეგნობა აქვს. კიმ ჩემ ნამზე თავდასხმა გუშინ ინდონეზიაში კუალა-ლუმპურის აეროპორტში განხორციელდა. ის მოწამლული ნემსებით მოკლეს. ვარაუდობენ, რომ სპეცოპერაცია ინდონეზიაში ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს.