დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას მისი გუნდის წევრებს რუსულ დაზვერვასთან ჰქონდათ კონტაქტი. ამის შესახებ გამოცემა ნიუ იორკ თაიმსი იტყობინება. გაზეთის ინფორმაციით, არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, რომლითაც ტრამპის თანამებრძოლების რუსეთთან კავშირი დასტურდება. რუსეთის ელჩთან სატელეფონო კავშირის გამო თანამდებობის დატოვება ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უკვე მოუხდა. 13 თებერვალს პოსტი ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ფლინმა დატოვა.