დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულს დაუბრუნებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა. მისივე თქმით, თეთრი სახლის ლიდერს რუსეთთან თანამშრომლობა იმისთვის სურს, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. საერთაშორისო საზოგადოება ნახევარკუნძულს რუსეთის შემადგენლობაში არ აღიარებს.