ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ნამის ნახევარძმა დღეს მალაიზიაში მოკლეს. კიმ ჩემ ნამს თავს კუალა-ლუმპურას აეროპორტში ორი უცნობი ქალბატონი დაესხა. ის მოწამლული ნემსებით დაჩხვლიტეს, რის შედეგადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს.
მალაიზიის პოლიცია ეჭვობს, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსაურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო. როგორც მანამდე არაერთგზის დაიწერა, კიმ ჩემ ნამის ლიკვიდაციას ფხენიანი 2009 წლიდან გეგმავდა.
კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის უკანონო შვილი იყო, რომელიც მას მსახიობ სონ ხე რიმთან შეეძინა. ეს უკანასკნელი რუსეთში გარდაიცვალა და მოსკოვშია დაკრძალული.
ფხენიანის ყოფილი ლიდერის უფროსი ვაჟი მამის მემკვიდრედ ითვლებოდა, თუმცა 2001 წელს მან იაპონიაში ყალბი ბასპორტით შესვლა მოინდომა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კიმ ჩემ ნამს დისნეილენდის მონახულება სურდა. სკანდალური ინციდენტის გამო მას ჩრდილოეთ კორეის დატოვება მოუხდა. გარკვეული პერიოდი კიმჩენ ინის უკანონო შვილი თავს ჩინეთს აფარებდა. ამის შემდეგ კი ის წლების მანძილზე ინდონეზიაში იმალებოდა.