ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 2 მცირე წლოვანი ბავშვია მოთავსებული.
ერთი მათგანი, 3 წლის ბავშვი ქუთაისში ხარაგაულიდან ჩაიყვანეს, მეორე 2 წლის კი, თერჯოლიდან.
პაციენტებს მაღალი სიცხე, ღებინება და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდათ.
ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების განცხადებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.