ლიტვაში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭეს. შესაბამის კანონპროექტს მხარი ქვეყნის პარლამენტმა დაუჭირა. მანამდე ამერიკელი სამხედროების სტატუსის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დაავალა. ლიტვის თავდაცვის მინისტრის, ვიტაუტას უმბრასასის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ შეერთებული შტატების დახმარებით არის შესაძლებელი.