მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას წარედგინა, საერთოდ არ არის საუბარი სასულიერო პირზე და შესაბამისად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, - ამის შესახებ დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის უცნობია, რადგან დეტალებზე არც თავად ბრალდებულს უსაუბრია.
”ის ამბობს, რომ სასულიერო პირზე და უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირზე საერთოდ არ არის საუბარი ბრალში, რომელიც მას წარედგინა. მე ყველა დეტალს ვერ ვიტყვი და თვითონაც არ უსაუბრია ამაზე, თუმცა ამბობს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზეა საუბარი და გამიზნული იყო კონკრეტული დანაშაული, ამაზე ბრალში საერთოდ არ არის საუბარი”, - განაცხადა ნანუაშვილმა.