ბაღდადში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ავტომობილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აეროპორტის გზაზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 სამოქალაქო პირი, 14 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.