უკრაინა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს აღარ აპირებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის მინისტრმა იგორ ნასალიკმა განაცხადა. მისივე თქმით, ენერგიის მწვავე დეფიციტის მიუხედავად, უკრაინა რუსულ ელექტროენერგიაზე უარს ამბობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ალტერნატიული გზა გამონახოს.