ენმ-ის წევრი ნინო კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ. მისი თქმით, ამჟამად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე მიიტანოს იერიში
,,ამჟამად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე მიიტანოს იერიში და დაიქვემდებაროს ყველაფერი, მათ შორის დამოუკიდებელი მედია და სასამართლო, თუმცა მას ეს არ გამოუვა”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გადაფარვის მცდელობის მიზნით, შესაძლოა ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინონ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინონ, ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ ის ბრალის წარდგენას არ გამორიცხავს.
”შესაძლოა, მას ბრალი წარუდგინონ, რადგანაც გამწვავებული ფონია, როდესაც ბევრი მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გადაფარვის მცდელობაა, ეს გამორიცხული არ არის”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ნიკა გვარამია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე 18:00 საათზე, ადვოკატთან ერთად მივა.