ტოკიომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის მიზეზი რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც კურილიის 5 კუნძულს რუსული სახელები დაარქვეს. იაპონური მხარის განცხადებებით, კრემლის ქმედებები ტოკიოსთვის მიუღებელია. სადავო კუნძულებზე მოლაპარაკებებს იაპონია რუსეთთან რამდენიმე ათეული წელია, აწარმოებს, თუმცა მოსკოვი იაპონიისთვის კუნძულების დაბრუნებას არ აპირებს.