დღეს, 15 ივნისს 12:30 საათზე, "ვისოლი" სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩა #8-ში, პირველ ავტოგასამართ სადგურს სხნის. ახალი ავტოგასამართი სადგურის პრეზენტაციას ვისოლის დამფუძნებლებთან ერთად პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარია დაესწრება.
ახალ ავტოგასამართ სადგურზე "ვისოლი" მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს. სხვა პროდუქტებთან ერთად ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთის სტანდარტის იტალიური აპიც გაიყიდება.
ახლად გახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 20-მდე ადამიანი დასაქმდა. სადგურის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში სუპერმარკეტი და ავტოტექმომსახურების ცენტრი გაიხსნება.
"ვისოლს" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. წლის ბოლომდე ვისოლის ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.