საკონსტიტუციო კომისია ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით ხელისუფლება თავის დაპირებას შეასრულებს.
"წინასაარჩევნოდ საზოგადოებას დავპირდით, რომ ამ საკითხს აუცილებლად ჩავწერდით კონსტიტუციაში და განვსაზღვრავდით, რა არის ქორწინება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვალდებული ვართ შევასრულოთ ჩვენი დაპირება. იმ დაპირებას, რომელიც გვაქვს, აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა კილაძემ.