შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, ლაკბის წყალსაცავში ტყუპ ძმებს, 20 წლის გელა და გიორგი ქიტოშვილებს ეძებენ. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ისინი წყალში საბანაოდ დაახლოებით 2 საათის წინ ჩავიდნენ და დაიკარგნენ.
"სათევზაოდ ვიყავით. გელა და გიორგი ნასვამები იყვნენ. ბანაობა მოინდომეს, წყალში ჩავიდნენ და წყალმა ჩაითრია", - აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ლაკბის წყალსაცავში მყვინთავები არიან ჩასულები და ახალგაზრდებს ეძებენ.