საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემების დახურვა მიუღებელია. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები, რატომ არის საჭირო რადიკალური ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე.
"უნდა მივიღოთ პასუხები, რატომ არის საჭირო ასეთი რადიკალური ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რატომ უნდა დაიხუროს ტელე-რადიო გადაცემები მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები. მაუწყებელი არის ვალდებული, იმაუწყებლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია. საუბარია, კანონის მოთხოვნებზე, რომელიც მათ შორის, ამ 11 თვის გაავლობაში უნდა იყოს დაცული. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია და მაუწყებელია პირველ რიგში პასუხისმგებელი ამ უფლების რეალიზაციაზე", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.