ია ანთაძის ინფორმაციით, ახალი თანამშრომლების კვალიფიკაციის შემოწმება 6 თვეში ერთხელ მოხდება.
"კვალიფიკაციის შემოწმება არის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებილია. შემუშავებულია ის გეგმა და კრიტერიუმები, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს კვალიფიკაციის შემოწმება. ამის შემდეგ დადგინდება ჩვენს ნიუსრუმში ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თავისი კვალიფიკაციით სრულად შეესაბამებიან ახალ კონცეფციას. როდესაც გაირკვევა რამდენი ადამიანი გვჭირდება, რა კვალიფიკაციის და რა პოზიციაზე, ამის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი, რომელიც იქნება ყველასთვის ღია. დღევანდელ კონცეფციაში უკვე წერია, რომ ექვს თვეში ერთხელ მოხდება ახალი თანამშრომლების კვალიფიკაციის შემოწმება", - განაცხადა ანთაძემ.
მისი თქმით, მაუწყებელში ახალი, მულტიმედიური ნიუსრუმი იქმნება, რომელსაც ანალოგი არ აქვს.