ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონპროექტი აბსოლუტურად უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ განხილვებისას რაიმე ახალი და არსებითი საკითხი იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა მასზე იმსჯელებს.
”ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და მასში ყოფილიყო ბევრი ადამიანი ჩართული. ეს ის მოდელია, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. თუ რაიმე საკითხი იქნება ახალი და არსებითი, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ”, - განაცხადა კილაძემ.
საკითხი დღესვე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.