რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით შექმნილმა აგვისტოს მოვლენების გამომწვევი მიზეზების შემსწავლელმა კომისიამ ობიექტური დოკუმენტი შექმნა. ეს განცხადება ლავროვმა სეპარატისტული აფხაზეთის საზოგადოებრიობასთან შეხვედრისას გააკეთა.
"ტალიავინის კომისიას ობიექტური დოკუმენტი გამოუვიდა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს იმას, რაც ყველა მიუკერძოებელმა დამკვირვებელმა ისედაც კარგად იცოდა, ანუ ის, რომ ომი სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და ის, რომ რუსეთის ფედერაციამ ამას ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვითა და გაეროს წესდების სრული დავიტ უპახუხა, რომელიც თავდაცვაზე უფლებას ითვალიწინებს",_ აცხადებს ლავროვი.
ამასთან ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ დღეს მიუხედავად ყველაფრისა აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხი ძალიან აქტუალურია.
"რევანშის მცდელობა და რეალობის გადათამაშების მცდელობები, რომელზეც უარის თქმას ჯერაც ცდილობენ ზოგ-ზოგიერთები გრძელდება. სწორედ ამიტომაც ჩვენ უნდა ვიფიროთ იმაზე თუ როგორ ვიმოქმედით მომავალში, იმისათვის, რომ არ შეიქნას ილუზია, რომ უკვე ყველაფერი კარგადაა. სამშუხაროდ, ყველაფერი კარგად ნამდვილად არ არის ჯერ. ჩვენი და თქვენი პროვოცირების მცდელობები გრძელდება. მართალია ისინი ჯერ კიდევ არის მაგრამ ნაკლებად",_ განაცხადა სერგეი ლავროვმა სეპარატისტული აფხაზეთის საზოგადოებრიობასთან შეხვედრისას და დასძინა, რომ განსაკუთრებით ეს პროვიკაციები შემცირდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ისევე როგირც შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც "ისტორიის გადათამაშებას" ცდილობდნენ.