რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩეჩნეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთს პრეზიდენტის თვითმფრინავი აეროპორტ "სევერნიში" უკვე დაჯდა. აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი სულ ახლახანს მიენიჭა.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეხვედრას გამართავს ჩეჩნეთის პრეზიდენტთან რამზან კადიროვთან. ასევე ჩაატარებს თათბირს, რომელიც რესპუბლიკის პრობლემებს მიეძღვნება. ამას გარდა, მედვედევი გროზნოში რიგ ობიექტებს მოინახულებს.