აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 92,9%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 77,2%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2017 წლის იანვრის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 15 მლნ 187 ათას 600 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 29 მლნ 299 ათას 200 ლარი, ანუ 192,9%-ი შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 1 თვის მონაცემებით, 189,5 %-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 143,6 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 588,6%-ით.
რაც შეეხება ერთი თვის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 18 მლნ 416 ათას 600 ლარი იყო, თუმცა გეგმა 77,2%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 32 მლნ 634 ათასი ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 74,3%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 26,9%-იანი გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი მხოლოდ 964,8%-ით შესრულდა.
რაც შეეხება თვითმართველ და მუციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი - 158,9%-ი, ქობულეთი - 13%-ი, ხელვაჩაური - 77,2%-ი, ქედა - 50,4%-ი, შუახევი - 135,4%-ი და ხულო - 351,6%-ი.