რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ ფრანგული კომპანიისთვის სანქციების დაწესებაზე გაკეთებული განცხადება შიდა მოხმარებისთვისაა.
"ეს განცხადება გაკეთებულია შიდა მოხმარებისთვის, რადგან რუსული მხრიდან სანქციები შემოღება ნიშნავს, რომ არ ფრანგული კომპანიისგან
მაგალითად ვერტმფრენები არ უნდა იყიდოს, ხოდა ნუ იყიდის. რაც შეეხება რუსული მხარის ასეთ გაღიზიანებას, ეს გამოიწვია იმან, რომ მათ ჰგონიათ, რომ საქართველო დაპყრობილია, დაჩოქებულია და უფლება არ აქვს საკუთარ სუვერენიტეტზე საერთოდ ილაპარაკოს და უფლება არ აქვს ისუნთქოს", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისვე შეფასებით, ამის გათვალისწინებით კი რუსული კომპანიების რეაქციები გასაკვირი არ არის რადგან აღმოაჩინეს, რომ საქართველო ცოცხალია და ვეტმფრენებსაც ყიდულობს.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ფრანგული კომპანია "ევროკოპტერსგან" ორი ვერტმფრენი იყიდა, რამაც რუსული მხარის გაღიზიანება გამოიწვია.
როგორც რუსეთის ფედერაციის მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის ანალიზის ცენტრის ხელმღვანელმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა, საქართველოსთვის ვეტმფრენების მიყიდვის გამო შესაძლოა ფრანგულ კომპანიას რუსულმა მხარემ სანქციები დაუწესოს.