აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების უახლოეს მომავალში გადაწყვეტა არ მოხდება. ეს განცხადება საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების კვლევის განყოფილების დირექტორმა არნო დიუბიენმა "RFI"-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ამჟამად ისეთი რეალიებია, რომ აფხაზური და ოსური პრობლემის სწრაფი გადაწყვეტის იმედს არ იძლევა.
"ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ მოლაპარაკებები ხანგრძლივი და ძალიან რთული იქნება და ისიც ძალიან კარგად ესმის ყველას, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებზე და არა ვაშინგტონის, პარიზის, ბერლინი პოზიციაზე. პრობლემის გასაღები მოსკოვსა და თბილისში იმყოფება და ვიდრე მათ შორის ურთიერთობები არ შეიცვლება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა ღიად დარჩება", _ აცხადებს არნო დიუბიენი.