2012 წელს მოგებული ომი გირგვლიანით დაიწყო და დღეს ხელისუფლებაში მურუსიძე ჰყავთ, - ამის შესახებ ,,ტვ პირველის“ ეთერში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სასამართლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლოში სამართლებლივი გადაწყვეტილებების ნაცვლად, ,,ქურდული სხადნიაკები“ იკრიბება.
"2012 წელს ჩვენ მოვიგეთ გადამწყვეტი ბრძოლა, მაგრამ ომი დაიწყო გირგვლიანით და ეს ომი არის გირგვლიანის სახელობის. გირგვლიანი იყო ამ ბრძოლის დროშაზე. სისხლიან 9 წელზე, რომ აპელირებენ ეხლა დღევანდელი ხელისუფლების ინკუბატორში გამოჩეკილი ლიდერები, მათი სირცხვილი არ არის მურუსიძე როა დღეს? ეს არის ადამიანი, რომელმაც ვადაზე ადრე გამოუშვა გირგვლიანის მკვლელები ციხიდან"- განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ მასალას მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით, ექსპერტი ფაბრიკაციას უწოდებს. მისივე თქმით, ამას ადრე ხარისხიანად აკეთებდნენ.
,,მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება ,რომ ნუ იზამენ ამას , ეს არის სახიფათო თამაში პირადად მათთვის. ადრე ვიღაც თუ ამას ხარისხიანად აკეთბდა, დღეს აბსოლუტურ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე, ლოგიკური ნონსესია წერილს აგზავნი იმიტომ რომ ტელეფონზე გეშინია ლაპარაკის და მერე სმს უგზავნი წერილი მიიღიო თუ არა ეს ხომ იდიოტიზმია ამას ხომ ნორმალური ადამიანი ვერ გააკეთებს? მაშინ ეს საყვარელიძე ფსიქიკურდ არის გასასინჯი. წერილი და სმს-ი არის ფაბრიკაცია”, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.