პოლონეთში სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ კომუნისტური პროპაგანდა ფაშიზმთან და ანტისემიტიზმთან არის გაიგივებული. მოქალაქეს კომუნისტური სიმბოლოების გავრცელებისა და პროპაგანდისათვის, შესაძლოა, 2 წლამდე თავისუფლების აღკევთა მიესაჯოს. ეს განსაკუთერებით საჭიროა იცოდნენ ტურისტებმა, რომელბიც პოლონეთში თავს ჩე გევარას გამოსახულებიანი მაისურებით იწონებენ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ კომუნისტური სომბოლოებით მოვაჭრე პირებსაც.
პოლონელი მემარჯვენეების ლიდერმა სლავომირ სარაკოვსკიმ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება მწვავედ გააკრიტიკა.
"ბრმებისგან განსხვავებით, განსხვავებას ვხედავ კომუნიზმსა და ნაციზმს შორის. დადებითი იდეები ჩადებულია კომუნისტურ თეორიაში, რომელიც ძველებურად შთააგონებს ფილოსოფოსებსა და მოაზროვნე ადამიანებს", _ განაცხადა სარაკოვსკიმ.