თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საპროტესტო აქცია იმართება. რეზიდენტები რექტორატს დიკრედიტაციაში ადანაშაულებენ და რეზიდენტურის გამოცდების მეორედ ჩაბარებაზე უარს ამბობენ. გასაუბრება 10:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა არცერთ რეზიდენტს ჯერ არ გაუვლია, რეზიდენტები პროტესტის ნიშნად გასაუბრებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ.
რეზიდენტების განცხადებით, მათ რამდენიმე თვის წინ ჩააბარეს სახელმწიფო გამოცდები და ხელმეორედ გასაუბრების გავლას არ აპირებენ. მათივე თქმით, სწავლა დეკემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო სწავლის დაწყების თარიღმა გადაიწია.