თურქეთში სამედიცინო ტურიზმი აქტიურად ვითარდება.
ტურიზმის სექტორის ერთადერთი მიმართულება სადაც 2016 წელს ზრდა დაფიქსირდა ეს იყო სამედიცინო ტურიზმი.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით თურქეთში სამედიცინო ტურიზმიდან შემოსავალი 12,03%-ით გაიზარდა და 715 მლნ დოლარი შეადგინა.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜIK) მონაცემებით, 2016 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 29,7%-ით შემცირდა და 22,107 მლნ დოლარი შეადგინა.