გუდაური-სტეფანწმინდა-ლარსი გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ფასანაურიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ფორცვაგენის მარკის ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა 80 მეტრის სიმაღლის ხევში გადავარდა. ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.