თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილთა დროებითი საცხოვრებელი შენობის დაცლის დროს 39 წლის მურმან ცინდელიანი მეორე სართულიდან გადმოვარდა.
დაშავებული, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ცინდელიანს ქალა-ტვინის და გულმკერდის ტრამვები აქვს მიღებული და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შენობაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა დევნილები დროებით იყვნენ შესახლებულები, ხოლო ფართების დაკანონების მიზნით ისინი ნაძალადევის რაიონში გადაჰყავთ. 39 წლის მურმან ცინდელიანიც ფანჯრის მოხსნის დროს გადმოვარდა.
დაშვებულის მკურნალობის ხარჯებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დაფარავს.