კვიპროსის ქალაქ პაფოსში მიმდინარე ევროპის სერიის დასკვნითი ეტაპზე მოასპარეზე საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.
ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფური ტურნირი 4 მატჩიდან 3 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულეს.
ასპარეზობის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის საგზური გაინაღდა.
ქართულმა შვიდკაცამ ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიის (38:0), მალტის (56:0) და სერბეთის (64:0) ნაკრებებს სძლია და ერთადერთ მარჩი პორტუგალიასთან (26:35) წააგო.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.