დღეს, 14 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე, "თელასის" ქვესადგურ "ზაჰესი 35"ში პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების გამო, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.